14:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-19 12:23:42, 1025 ნახვა

სპორტი
თამარ კინწურაშვილი: ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებითაა შექმნილი

"ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებით არის შექმნილი",-ასე ეხმაურება მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე  თავდასხმის ფაქტს. 

„ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებით არის შექმნილი. ერთის მხრივ, ხელისუფლება არ სჯის მოძალადეებს, მეორეს მხირვ, ან რიტორიკით ახალისებს, ან მისი ცალკეული წევრები როგორც ეს კორცხელის შემთხვევაში იყო, უშუალოდ მონაწილეობენ ძალადობის ორგანიზებაში,“-ამბობს თამარ კინწურაშვილი.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებამ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მასზე, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტზე და ოპერატორზე მომხდარი თავდასხმის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იუწყება.

როგორც დეპუტატი წერს, აეროპორტში მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ რ2-ის ოპერატორს. იქვე მდგომი ქალები კი, მათ ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. თაქთაქიშვილის განცხადებით, თავდამსხმელები უკვე დაკავებულნი არიან.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ამ წვერიანმა ველურმა აეროპორტში მე და რუსთავი2-ის ჟურბალისტს და ოპერატორს გვაგინა, სპეციალურად ამ მიზნით მოვიდა ჩვენთან და მერე სასტიკად სცემა ოპეტატორს!! და ეს ქალები კიდევ გვეცნენ მე და ჟურნალისტს, ხელებს გვიკავებდნენ, რომ ტელეფონი წაერთმიათ და სურათი არ გადაგვეღო!! ამ ნაძირალამ სასტიკად ცემა ოპერატორი. საშინლად ვგრძნობ თავს, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდნენ ჟურნალისტები!! თან რის გამო??!! რომ იუნტერვიუს იღებდნენ. ეს არის მათი დანაშაული???!!!! 

ახლა დაკავებული არიან ეს ველურები. 

მე კარგად ვარ! არ ინერვიულოთ". - ნათქვამია "ფეისბუკის" პოსტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics