18:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 17:11:08, 564 ნახვა

სამხედრო
თინათინ ხიდაშელმა პოლკოვნიკი ტრეისი როუ მედლით დააჯილდოვა

ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მრჩეველს, კავკასიისა და კასპიის რეგიონის მიმართულების დირექტორს, პოლკოვნიკ ტრეისი როუს მედალი "გენერალი მაზნიაშვილი" გადასცა.

ხიდაშელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ორივე მხრიდან, სწორად პოლკოვნიკ ტრეისი როუს მსგავსი ადამიანები უმყარებენ საფუძველს.

„ტრეისი როუ საკუთარი ქვეყნის გამორჩეული და  ღირსეული სამხედრო მოსამსახურე, ხოლო, საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია“, -  აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ღონისძიებას, რომელიც აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული, შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრების სიაში საქართველოს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სხვა საჯარო მოხელეებიც იყვნენ. საზეიმო ღონისძიებაზე არაერთხელ აღინიშნა საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით მიღწეული წარმატებები. ხაზგასმით აღინიშნა მაისში ერთობლივი სამხედრო წვრთნის "ღირსეული პარტნიორის" წარმატებით ჩატარება და მნიშვნელობაც.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics