13:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 14:29:21, 860 ნახვა

კომენტარი
ბესელია ვიზალიბერალიზაციაზე: პროცედურები მალე დასრულდება, ძალიან იმედიანად ვართ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პროცედურები მალე დასრულდება. ბესელიას თქმით,  იმედიანად არიან განწყობილი, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს:

"ჩვენ ველოდებით საბოლოო შეფასებებს, მიმდინარეობს პროცედურები, ყველა შეფასება, ყველა დასკვნა და ყველა საბოლოო  პოზიცია არის დადებითი. რეკომენდაცია არის მხოლოდ დადებითი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. პროცედურები ალბათ მალე დასრულდება  და  ძალიან იმედიანად ვართ ამ პროცესის მიმართ",-აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ  ინფორმაციას ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს კორესპოდენტი რიკარ იოზვაკი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  აღნიშნულ საკითზე ევროკავშირის ელჩები შემდეგ კვირას იმსჯელებენ.

"ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. დისკუსია შემდეგ კვირას გაიმართება", - განაცხადა რიკარ იოზვაკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics