2015-02-26 12:53:02, 424 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ეწვია.
სტუმრებმა სააგენტო დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ 3D ფორმატის ბილეთებს გაეცნენ და სანომრე ნიშნების ბეჭდვისა და ავტომობილების დათვალიერების პროცედურას დაესწრნენ.
გარდა ამისა, სასაზღვრო პოლიციის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომელმა ალექსანდრ ლარიონოვმა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარა და გამოცდის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
მოლდოველმა სტუმრებმა ასევე მოისმინეს მცირე პრეზენტაცია მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან