14:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 10:40:22, 815 ნახვა

სხვადასხვა
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 ხელმოწერის ცერემონია იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრო. დოკუმენტი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში ცენტრის ბენეფიციარებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდებას გულისხმობს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა. 

 მემორანდუმის მიზანია დანაშაულის პრევენციის ცენტრის “ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” ბენეფიციარი ყოფილი პატიმრების, პოლიტპატიმრებისა და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ასოციაციაში გაწევრიანებული სტომატოლოგიური კლინიკების მხრიდან. 

მხარეები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, ხელი შეუწყონ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით სტომატოლოგიური მომსახურება ერთ-ერთი ძვირად ღირებული სერვისია. 

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ, როგორც კი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შესახებ მიიღო ინფორმაცია, თავად გამოთქვა დიდი სურვილი, რომ გარკვეული წვლილი შეეტანა ყოფილი პატიმრების დასახმარებლად. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი მიესალმება მსგავსი კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამგვარ გამოვლენას,“ განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ორი წელია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს, რომლის მიზანია ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წვერების დახმარება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics