2016-05-16 17:18:41, 615 ნახვა
სამხედრო
ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა კრის გოფმა „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი ვაზიანის პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. თავდაცვის ატაშე ბრიტანელი ჯარისკაცების საჩვენებელ წვრთნას - „ათეულის შეტევა საბრძოლო სროლებით“ დაესწრო. ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა ქართულ-ამერიკულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“-ში ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობა დადებითად შეაფასა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან