2015-02-24 14:33:46, 542 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში ვერტმფრენი ჩამოვარდა
გუდაურში ვერტმფრენი ჩამოვარდა.
კომპანია „თუშეთის ავიახაზების" კუთვნილი ვერტმფრენის ბორტზე ინცინდენტის დროს ერთი პილოტი და ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. არცერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
როგორც „ტელე-იმედთან“ საუბრისას კომპანია „თუშეთის“ ავიახაზების წარმომადგენელმა აღნიშნა, ვერტმფრენი მაღალმთაში დაჯდომისას დაზიანდა.
„ეკიპაჟიც და მგზავრებიც კარგად არიან. სასწარაფო და გადაუდებელი დახმარება მათ არ დასჭირვებიათ. არანაირი სერიოზული სამედიცინო ჩარევა არ სჭირდებათ, თუმცა ახლა სამედიცინო შემოწმებას გადიან“,-აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან