15:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 12:03:40, 795 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში გეგმიური სასწავლო წვრთნები ჩატარდა

ვაზიანში, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სრადლობის შტაბის, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების მონაწილეობით, გეგმიური სასწავლო ვარჯიშები გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობამ სწავლება სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისა და შემოწმების მიზნით ჩაატარა. 

სასწავლო განგაშის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა თავმოყრის რაიონებში გასვლა დაგეგმეს და მარშრუტები შეარჩიეს. სტანდარტული ოპერაციების პროცედურების მიხედვით, განხორციელდა მართვა და კონტროლი. 

სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. მან გეგმიურ ვარჯიშს მაღალი შეფასება მისცა და ყურადღება სამომავლოდ მსგავსი წვრთნების  ჩატარებაზე გაამახვილა.

სწავლებაში ჩართული იყო IV მექანიზირებული ბრიგადის 2-C1 ბატალიონი, სატანკო და მექანიზირებული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფი, ასევე I საარტილერიო ბრიგადის MCTA ბატალიონი საარტილერიო ტექნიკითა და ტაქტიკური ჯგუფით.

როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, გეგმიური სასწავლო ვარჯიშები სახმელეთო ჯარების შეიარაღებულ ძალებში გეგმიურად ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics