14:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-29 13:48:00, 1213 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი: პატრიარქის არჩევაში ჩარევა არავინ უნდა იკადროს

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ პატრიარქის გამორჩევისას წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში არავინ უნდა ჩაერიოს. ამის შესახებ მან საკვირაო ქადგებისას ისაუბრა.

შეგვინდოს უწმინდესმა, პირადად მე ვთხოვ, შემინდოს და რაც ვერ გავაკეთე, რაც სხვას დავაკელით, იქნება, ავირჩევთ ახალ პატრიარქს და სინოდის თითოეული წევრი შევეცდებით, რომ ისე მოვიქცეთ, რომ უფლისთვის სათნო იყოს და მხარში დავუდგეთ ერთმანეთს. 

ახლა არის ბევრი ვნებათღელვა, დაბნეულია ერი და ლაპარაკი მიდის იმაზე, ვინ იქნება პატრიარქი, როგორ იქნება. მთავარი ეს კი არ არის, პატრიარქს გამოვირჩევთ, რა თქმა უნდა, ღირსეული იქნება ვისაც გამოვირჩევთ, აქ მთავარი არის ის, რომ ხშირად, დაბნეულები რომ ვიყავით, ზოგი ამბობდა, რომ ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ მხარი. მოდი, ჩავთვალოთ, დაბნეულები რომ ვიყავით, იმიტომ ვამბობდით მაგას, თორემ ქრისტიანმა ადამიანმა რომ ეს დაიწყოს, ეს აირჩიეთ, ის აირჩიეთ, ნიშნავს, რომ ქრისტესგან განშორებულია. არჩევა ხომ სული წმინდით ხდება, მე ვერ ვეტყვი ეპისკოპოსს, არ ვკადრებ, ღმერთს არ ვკადრებ იმას, რომ ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ მხარი. ვიცი მე, ვინც უნდა ავირჩიო, განა არ ვიცი? აქ არის მთავარი ის, რომ თუ ჭკვიანი ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე, როდესაც უწმინდესი, პატრიარქი საჭეთმპყრობელი ბრძანდებოდა ეკლესიის, აბა, გადახედეთ, სინოდის წევრები ყოველთვის ისე ვიქცეოდით, რომ მასთან ვიდექით თუ ნერვებსაც ვუშლიდით და შეგვინდოს უფალმა, - თქვა მეუფე იაკობმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics