11:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 00:02:08, 559 ნახვა

პოლიტიკა
Axios: ირანი აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილის და ფორმატის შეცვლას ითხოვს

ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა. ინფორმაციას გამოცემა Axios ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შეხვედრა პარასკევს, სტამბოლში იყო დაგეგმილი, ახლა კი თეირანი ითხოვს, რომ მოლაპარაკებები ომანში გაიმართოს.

გამოცემის ცნობით, ირანის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ირანსა და აშშ-ს შორის და არა რამდენიმე არაბული ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და აბას არაღჩის შეხვედრა 6 თებერვალს, სტამბოლში იყო დაგეგმილი.

ამასთან, ცოტა ხნის წინ Reuters-მა დაწერა, რომ აშშ-მა ჩამოაგდო ირანული დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდს უახლოვდებოდა - პარალელურად, Financial Time-მა მიუთითა, რომ ირანის დრონებისა და შეიარაღებული კატარღების "აგრესიულმა" მოქმედებებმა შესაძლოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვიოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics