|
2026-01-22 09:41:29, 514 ნახვა
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას ცდილობს
ვენესუელის პრეზიდენტის, მადუროს დამხობის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ მკვეთრად გაზარდა კუბაზე ზეწოლა და წლის ბოლომდე კომუნისტური რეჟიმის შეცვლას განიხილავს. ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება აშშ-ის ადმინისტრაციისა და სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ კუბის ეკონომიკა „კოლაფსის ზღვარზეა“ მთავარი მოკავშირის, ვენესუელას დაკარგვის შემდეგ. ამერიკის ხელისუფლება აქტიურად ეძებს „ინსაიდერებს“ კუბის ისტებლიშმენტში, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-სთან გარიგების დადება და მმართველობის ამჟამინდელი სისტემის დემონტაჟის ხელშეწყობა. როგორც The Wall Street Journal აღნიშნავს, თეთრ სახლს არ აქვს სამხედრო ჩარევის პირდაპირი გეგმა, მაგრამ კარაკასში მადუროს დაკავების ბოლოდროინდელი ოპერაცია ჰავანისთვის სიგნალად აღიქმება. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია კუბისთვის „როგორც გეგმად, ასევე გაფრთხილებად“ უნდა იქცეს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აშშ აპირებს ვენესუელის ნავთობის მიწოდების შეწყვეტას, რომლის გარეშეც კუბა ვერ შეძლებს თავისი ენერგეტიკული სისტემის შენარჩუნებას. ეკონომისტების შეფასებით, საწვავის მარაგი შესაძლოა „რამდენიმე კვირაში“ ამოიწუროს, რაც ეკონომიკის სრულ დახურვას გამოიწვევს. ვაშინგტონი ასევე კუბის სამედიცინო მისიებს საზღვარგარეთ უმიზნებს, რაც ჰავანას ვალუტის მთავარი წყაროა.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)