2025-11-04 00:03:38, 691 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს, ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშში, "საშინელი" შეფასება აქვს
საქართველოს, ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშში, "საშინელი" შეფასება აქვს | ინფორმაციას ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს
"კომისია ხვალ გამოაქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების შესახებ. შეფასებები:
• ძირითადად დადებითი: მოლდოვა, უკრაინა, მონტენეგრო, ალბანეთი
• საშუალო: სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია, კოსოვო
• საშინელი: საქართველო" | წერს X-ზე რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი
ხვალ, 4 ნოემბერს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას
ავტორი: ექსპრესნიუსი,