15:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-25 13:24:17, 7355 ნახვა

სხვადასხვა
დმიტრიევმა განაცხადა, რომ აშშ, უკრაინა და რუსეთი „დიპლომატიურ გადაწყვეტასთან“ ახლოს არიან.

პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ, უკრაინა და რუსეთი „დიპლომატიურ გადაწყვეტასთან“ ახლოს არიან, რომელიც ომს დაასრულებს, იუწყება „როიტერი“.

დმიტრიევის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სერიოზული ნაბიჯი გადადგა იმის აღიარებით, რომ ჩვენ ფრონტის ხაზზე ვსაუბრობთ“.

„თქვენ იცით, მისი წინა პოზიცია იყო, რომ რუსეთი მთლიანად უნდა გასულიყო, ამიტომ, სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ დიპლომატიურ გადაწყვეტასთან, რომლის შემუშავებაც შესაძლებელია“, - ციტირებს სააგენტო დმიტრიევის სიტყვებს.

RDIF-ის ხელმძღვანელი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-ის სანქციები რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, „მხოლოდ ამერიკულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასების გაძვირებას გამოიწვევს“.

აშშ-ში ვიზიტის დროს დმიტრიევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა და აშშ-მ შეიძლება კიდევ ერთი პატიმრის გაცვლა განახორციელონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართონ
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics