16:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 21:52:19, 1009 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ბელგიის ტერაქტებზე: ეს იყო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაზე

ევროკავშირი დღეს ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერაქტები დემოკრატიულ საზოგადოებაზე თავდასხმა იყო. 

"ექსპრესნიუსი" ევროკავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"მწუხარებას გამოთქვამს ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო. ეს იყო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებაზე. ბელგიის მთავრობისა და ბელგიელი ხალხის სულგრძელობის წყალობით ჩვენი საერთო ევროპული ინსტიტუციები სწორედ ბრიუსელში მდებარეობს.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ბელგიას და მზად არიან, ყველა შესაძლო ზომის მიღებით, ერთად დაუპირისპირდნენ ამ ყველაფერს. 

ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, დავიცვათ ევროპული ღირებულებები და ტოლერანტობა არატოლერანტულების თავდასხმისგან. ჩვენ ვიქნებით მტკიცე და ერთიანები ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics