14:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-10 16:42:56, 5791 ნახვა

სპორტი
ბათუმის დინამო ფინანსურ კრიზისს განიცდის

დინამო ბათუმში ფინანსური კრიზისის არსებობას ადასტურებენ, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას, რომ კლუბს რეგიონულ ლიგაში გავარდნა ემუქრება.

„ვადასტურებთ, რომ კლუბი ფინანსურ კრიზისშია. ბოლო დროს მოვახერხეთ რიგი ვალდებულებების გადახდა.“

ამის საფუძველზე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბს რეგიონულ ლიგაში გავარდნა ან ეროვნულ ლიგაში 6 ქულით დაცემა ემუქრება, სიმართლეს არ შეესაბამება.“

კლუბი შეუფერხებლად აგრძელებს ვარჯიშს და შემდეგი მატჩებისთვის მზადებას.

მიმდინარე პერიოდში გუნდზე დაკისრებული გარკვეული ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროპულ ტურნირებში მონაწილეობის ერთწლიანი აკრძალვა გამოიწვიოს, თუმცა ამ საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული ვადა მივეცით.

ჩვენი კლუბი, სხვა ევროპული კლუბების მსგავსად, უეფას ფინანსური მონიტორინგის ქვეშაა. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის მოთხოვნების სრულად დადგენილ ვადებში შესასრულებლად.“

„დინამო ბაღუთი“ იღებს ვალდებულებას, რომ ყველა საკითხზე აცნობოს გულშემატკივრებს“, - ნათქვამია „დინამო ბაღუთის“ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics