17:34 - 11 Apr, 2026
|
2025-04-02 10:39:36, 1316 ნახვა
ომი უკრაინაში
ლატვია უკრაინას 1 500 საბრძოლო დრონს გადასცემს
ლატვიის თავდაცვის მინისტრის, ანდრის სპრუდსის თქმით, ლატვია უკრაინას 1 500 საბრძოლო დრონს გადასცემს. "მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დრონების საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში ორი ლატვიური კომპანია უკრაინას ჯამში 12 000 დრონს მიაწვდის, რომლის ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს". - დაწერა სპრუდსმა პლატფორმა X-ზე. კოალიციის ინიციატივა, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და ლატვია ხელმძღვანელობენ, 2024 წლის იანვარში უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების გასაძლიერებლად შეიქმნა. 2024 წლის ბოლოსთვის, კოალიციას 20-მდე ქვეყანა შეუერთდა. ლატვია უკრაინას ყოველწლიურად საკუთარი მშპ-ის 0.25%-ის სამხედრო დახმარებას უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)