12:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 20:25:53, 867 ნახვა

პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე: პრეზიდენტის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ სხდომებს დაესწრება

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისო საბჭოს შემდეგ სხდომებს დაესწრება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მთავრობის მხრიდან მოწვევა აუცილებლად გაიგზავნება. 

„დღეს საორგანიზაციო ხასიათის შეხვედრა იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წარმომადგენელი კი, საბჭოს შემდეგ შეხვედრებს აუცილებლად დაესწრება. დავალებით მთავრობა ვერ დაავალებს, მაგრამ ადმინისტრაციაში მოწვევა აუცილებლად გაიგზავნება, სხდომას ალბათ, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში დაესწრება“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ. 

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის უწყევათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. 

სხდომას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მას მთავრობის წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics