23:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-07 15:36:21, 1533 ნახვა

კომენტარი
ხაჭაპურიძე - ყველა პირი, ვისაც დაუდგინდება დაუზუსტებელი დემენცია, ექვემდებარება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას

“ყველა პირი, ვისაც დაუდგინდება დაუზუსტებელი დემენცია, ექვემდებარება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას”, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ჯანდაცვის სისტემა უძლურია, იმისთვის, რომ დაადგინონ ის ზუსტი დიაგნოზი, რაც მიხეილ სააკაშვილს სჭირს, უცხოელი და ასევე ქართველი ექსპერტების დასკვნით, მას დაუდგინდა დემენცია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კი უძლურია, რომ მას რაიმე სახის მკურნალობა გაუწიოს.

“ფაქტობრივად, ქართული ჯანდაცვის სისტემა ამ მიმართულებით უძლურია, რომ დაადგინონ ის ზუსტი დიაგნოზები, რაც არის. ფაქტია, რომ უცხოელი და, ასევე, ქართველი ექსპერტების დასკვნით, მას დაუდგინდა დემენცია და სხვა ნევროლოგიური დაავადებები, რომლის გაგონებაც არ უნდა ხელისუფლებას და აცხადებენ, რომ თურმე მათ არ ესმით რა დიაგნოზია. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უძლურია რაიმე მკურნალობა გაუწიოს მას და არაა აქ მარტო სააკაშვილზე საუბარი, ყველა პირი, ვისაც დაუდგინდება დაუზუსტებელი დემენცია, ექვემდებარება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას”, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics