2022-04-18 11:05:12, 1763 ნახვა
სამხედრო
უკრაინის გენშტაბი - რუსი სამხედროები საწვრთნელი მოედნებიდან გარბიან, რათა საბრძოლველად არ წავიდნენ
რუსი სამხედროები საწვრთნელ მოედნებს ტოვებენ, რათა უკრაინის ომში არ წავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის ქვედანაყოფების გაგზავნამდე მზადების ჩატარებისას, რუსეთის ფედერაციის საწვრთნელ მოედანზე პერსონალის მიერ საველე ბანაკებიდან არასანქცირებული გამგზავრების უკვე 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
გარდა ამისა, ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო, დამპყრობლები ომში ოკუპირებული ტერიტორიების ადგილობრივი მცხოვრებლების გაგზავნას ცდილობენ. კერძოდ, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში მამაკაცთა იძულებითი მობილიზაცია უკვე დაწყებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,