12:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 16:46:21, 992 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს

ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი და ის ადამიანი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს“ - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ  გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა,  რომლის თანახმადაც, ვახტანგ გომელაურმა ”ნაციონალურ მოძრაობასთან” და გახმაურებულ საქმეებთან შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა სია მოითხოვა, რომლის  საფუძველზეც სამინისტროში  საკადრო ცვლილებები დაანონსდა.

მისივე განმარტებით,  გამოძიება მიმდინარეობს და  თუ სამინისტროს თანამშრომელთა ბრალეულობა გამოიკვეთება,  შესაბამისად იმოქმედებენ.

"ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი და ადამიანი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუკი გამოიკვეთება რომელიმე ჩვენი თანამშრომლის ბრალეულობა,  აუცილებლად იქნება ადეკვატური გადაწყვეტილებები მიღებული. თქვენ იცით, რომ არაერთმა მაღალჩინოსანმა უკვე თანამდებობები დატოვეს სწორედ იმ შეკითხვების გამო, რაც საზოგადოებაში არსებობდა",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics