15:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 11:14:13, 894 ნახვა

რეგიონი
ზედა კირნათში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კირნათში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივებს მომსახურებას გაუწევს 7 სხვადასხვა პროფილის ექიმი: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ჩატარდება კვლევები კარდიოგრაფისა და ექოსკოპის საშუალებით.

აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება. აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნობიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

„ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს მედიკოსები მორიგ უფასო სამედიცინო აქციას 19 სექტემბერს, ჩიქუნეთში ჩაატარებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics