13:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-04 13:27:55, 4726 ნახვა

ომი უკრაინაში
პრემიერი - მოხდა ტრაგიკული შემთხვევა და მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი ტრაგიკული შემთხვევაა და სახელმწიფო მკაცრ ნაბიჯებს მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის დგამს.

მისივე თქმით, ამ ბრძოლაში არ არსებობს კომპრომისი, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და თუ საჭირო იქნება, გამკაცრდება შემდგომი ღონისძიებები.

 „დღეის მდგომარეობით ჩვენ გვყავს 157 ინფიცირებული, 9 ახალი ინფიცირებული, ერთი აჭარაში და გვყავს სამწუხაროდ, 1 გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან, მოხუცებული, 79 წლის ქალბატონი, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ, მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ ჩვენ მკაცრ ნაბიჯებს.

კიდევ მინდა აღვნიშნო, ამ შემთხვევამ ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების, არ არის ვინმეს სურვილი, ეს არის ტრაგიკული აუცილებლობა, რომ თითოულმა ჩვენგანმა დაიცვას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცების წინაშე და ფაქტი, რომელიც მოხდა არის უკიდურესად საგანგაშო და ეს არის ზარი, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს და ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება, გავამკაცრებთ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics