10:15 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-07 11:13:19, 397 ნახვა

პოლიტიკა
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს

ქართულ ოცნებას" გრანტების შესახებ კანონში კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები. ცვლილების თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა ის სახსრები, რომლებსაც საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, საკონსულოები ან საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ, თუ ეს დაფინანსება უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებსა და მიდგომებს ემსახურება. 

იურისტ ნონა ქურდოვანიძის თქმით, კანონი კვლავინდებურად ბუნდოვანია, ცუდად არის დაწერილი და მისი ახალი ვერსიაც არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. 

"გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები დაანონსდა. შარშანაც ასე მოხდა, ცვლილებები შეიტანეს, მერე მალევე დამატებითი ცვლილებები დასჭირდათ „შეცდომების“ გასასწორებლად. 

ახლა აზუსტებენ, რომ გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას. 

განმარტებით ბარათში წერია, ეს ისედაც ასე იგულისხმებოდა, უბრალოდ კანონი ისე დავწერეთ, სხვაგვარადაც იკითხებოდა და ვაზუსტებთო. რეალობა კი ისაა, რომ ეს კანონი ყველაფერთან ერთად არის ყველაზე ცუდად დაწერილი, რომელსაც ეს ცვლილებაც ვერ აზუსტებს, და ახლა რასაც ცვლიან 10 აზრი გამოდის ისევ", - წერს ქურდოვანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics