13:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 21:54:17, 2505 ნახვა

Lifestyle
მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

კომიკოსი და  გრემის მფლობელი მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს. ლუი ანდერსონი ცნობილია ავტობიოგრაფიული მულტფილმით "ცხოვრება ლუისთან ერთად", რომელშიც ის თავის ბავშვობის ისტორიებს იხსენებს.
1986 წელს ლუი ანდერსონი ბრონსონ პინჩოტთან ერთად მონაწილეობა მიიღო სერიალ „Perfect Strangers“-ის საპილოტე გამოშვებაში რომელიც გადაიღეს სატელევიზიო ქსელისთვის ABC. შემდგომში ანდერსონი მარკ ლინ-ბეიკერმა ჩაანაცვლა.

1995 წელს ანდერსონმა Fox-ისთვის შექმნა ანიმაციური სერიალი „ცხოვრება ლუისთან ერთად“, რომელიც გადაიცემოდა შაბათობით დილის ეთერში. სერიალი დაფუძნებულია ლუი ანდერსონის ბავშვობის მოგონებებზე, 10 და-ძმასთან, გულკეთილ დედასთან და მოუხეშო ხასიათის მაგრამ არანაკლებ გულკეთილ მამასთან ერთად. ანდერსონი ასევე დეტალურად იხსენებს თავის მძიმე ბავშვობას, რომელიც დაკავშირებულია მის ჭარბ წონასთან. Fox-ის ეთერში ტრიუმფთან ერთად სერიალმა „ცხოვრება ლუისთან ერთად“ ემის 2 ჯილდო მოიპოვა.

ლუი ანდერსონი ათწლეულების განმავლობაში მრავალ სატელევიზიო გადაცემაშიც იღებდა მონაწილეობას და ცნობილი შოუს, სახელად „Family Feud“, წამყვანიც იყო 1999-2002 წლებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics