11:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 21:20:48, 5984 ნახვა

Lifestyle
კორონავირუსი GOT-ის კიდევ ერთ მსახიობს დაუდგინეს

ახალი კორონავირუსი "სამეფო კარის თამაშების" კიდევ ერთ მსახიობს ინდირა ვარმას დაუდგინდა. ბრიტანელმა მსახიობმა საკუთარ მდგომარეობაზე ინფორმაცია "ინსტაგრამის" მეშვეობით გაავრცელა: "იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე გადამღებ მოედანსე დავბრუნდებით და როცა ეს მოხდება გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ. ეხლა მწოლიარე რეჟიმზე ვარ და ეს ძალიან მაწუხებს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გამოიჩინეთ სიკეთე თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანების მიმართ",-დაწერა მსახიობმა სოც.ქსელში.
"რომი", "ძვლები", "პატრიკ მელროუზი", "კარნივალ როუ", "ლუტერი" და "სამეფო კარის თამაშები"-ეს იმ კინონაწარმოების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ვარმას მონაწილეობა აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Covid-19 GOT-ის კიდევ ერთ მსახიობს კრისტოფერ ჰივიუს დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ ჰივიუ ანალიზის ჩაბარების დროს ტელესერიალ Witcher-ის მეორე სეზონის გადაღებებში იყო ჩართული. Netflix-მა გადამღებ მოედანზე ყველა თანამშრომლის და მსახიობის ტესტირება დააფინანსა, ხოლო შემდეგ ყველა მათგანს თვითიზოლაციაში ყოფნა ურჩია.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics