00:38 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 11:44:30, 7246 ნახვა

ომი უკრაინაში
ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან გადაყვანილ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტებს, რომლებსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, გუდაურის შემთხვევასთან კავშირი არ აქვთ. მისი თქმით, გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ რამდენიმე პირს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდათ. „ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა, რამდენიმე პირი იქნა ჩვენთან შემოყვანილი სადიაგნოსტიკოდ. მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინე სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ იყო ნეგატიური პასუხი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტურისტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტურისტებს ინფექცია უცხოეთში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდათ.



ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics