2020-03-13 09:42:48, 6145 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სოფი გრეგუარს, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, ვირუსის მსუბუქი სიმპტომები დაეწყო. წყვილს კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდა.
მანამდე ჯასტინ ტრიუდო კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
თავად კანადის პრემიერ-მინისტრს კი კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა 14 დღე ის თვითიზოლაციაში დარჩება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,