13:24 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 11:58:15, 713 ნახვა

სამართალი კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებას მათი იმიჯის შენარჩუნების მცდელობად აფასებს

ფრაქცია „თავისუფალი  დემოკრატების“  თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის  განცხადებით, პროკურატურის გადაწყვეტილება ე.წ. კაბელების  საქმეზე დაკავებულებისთვის  პატიმრობის  გაუქმების  თაობაზე  გარდაუვალი იყო.

ვინაიდან, როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა,  ამ საქმის მიმდინარეობის პროცესში პროკურატურამ  ბევრი შეცდომა დაუშვა,  რაც საზოგადოებამ უარყოფითად მიიღო.

მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით პროკურატურა ახლა იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს.

„ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ პროკურატურას არ გააჩნდა აბსოლუტურად  არანაირი სამხილი და მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით,  რომ ეს მაღალჩინოსნები დამნაშავეები არიან.  ეს გადაწყვეტილება  დაკავშირებულია იმასთან, რომ  პროკურატურამ ძიების პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რომელიც საზოგადოების მხრიდან ძალიან ნეგატიურად იქნა მიღებული. ისინი გარკვეულწილად ცდილობენ პროკურატურის იმიჯის შენარჩუჯებას, თუმცა მთავარია ის რომ ბიჭები იქნებიან თავისუფლებაზე“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics