2025-02-18 13:57:01, 478 ნახვა
კომენტარი
რასა იუკნევიჩიენე - საზიზღარი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ქართული ოცნების ბანდიტების მიერ
საზიზღარი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ქართული ოცნების ბანდიტების მიერ.- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრი ლიეტუვიდან, რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას.
"ბიძინა ივანიშვილი ახლა ღიად იყენებს Russkiy Mir-ის მეთოდებს. თბილისში კრემლისა და მისი მარიონეტების მიზანი სრულად ემთხვევა საქართველოს ევროპული მომავლის განადგურებას" - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, 18 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,