09:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 00:05:05, 1403 ნახვა

კომენტარი
Tbilisi Open Air „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ

მხოლოდ სიკეთისგან და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილ ადამიანებს თუ მოუვათ თავში ამგვარი კანონის შემოღება და თანაც იმ ქვეყანაში, რომელმაც თავისუფლებისთვის ამდენი იბრძოლა და მისი ფასი ყველაზე უკეთ იცის, - ასე გამოეხმაურა მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების" კანონპროექტს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავისუფლება არის უპირველესი ღირებულება, რომელიც დღესდღეობით სერიოზული საფრთხის წინაშეა, აქედან გამომდინარე, სამარცხვინო ადამიანებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ჩანაფიქრები განახორციელონ.

"წელს Tbilisi Open Air 14 წლის გახდება. ცხადია, ეს ძალიან მცირე მონაკვეთია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში აქვს გატარებული.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდია იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზარდნენ და ისევ იმავე ბრძოლაში მყოფი ქვეყნის ახლა უკვე სრულწლოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. თავისუფლება ჩვენი ფესტივალის უპირველესი ღირებულებაა და ეს მხოლოდ ცარიელი სლოგანი არ არის.

დღეს ეს ღირებულებები, რომლებმაც ასე გაგვაერთიანა და დაგვაახლოვა სერიოზული საფრთხის წინაშეა. მხოლოდ სიკეთისგან და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილ ადამიანებს თუ მოუვათ თავში ამგვარი კანონის შემოღება და თანაც იმ ქვეყანაში, რომელმაც თავისუფლებისთვის ამდენი იბრძოლა და მისი ფასი ყველაზე უკეთ იცის. ჩვენ და თქვენ, ვინც ეს ფესტივალი ერთად ავაშენეთ, ვიცით, რომ შენება ძნელია და დანგრევა ადვილი - ამისდა მიუხედავად, ჩვენ ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს და დაგვინგრევს. ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ და ვერც განახორციელებენ.

#მუსიკაათავისუფლებს

#არარუსულკანონს", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics