02:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 18:05:39, 1282 ნახვა

კომენტარი
არჩილ ტატუნაშვილის დედა - ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა

ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო, - ასე გამოეხმაურა ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დედა რუსუდან ტატუნაშვილი შვილის გარდაცვალების 5 წლის თავს და გაიხსენა დეტალები, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მისი შვილი წამებით მოკლეს.

რუსუდან ტატუნაშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილი სამშობლოს დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო, რაც ნათლად გამოჩნდა, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელი კვლავაც დაუსჯელია და მეტიც წამებით ადამიანის მოკვლის გამო დაწინაურებულია.

"ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო. სამშობლოსათვის დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო. მკვლელებიც დაუსჯელები არიან, ვერ მოვესწარით მაგას, ვერც ჩემი მეუღლე მოესწრო და ვერც მე მოვესწრები რომ ამის მკვლელები დაისაჯონ. 

დააწინაურეს ის მკვლელი გურწიევი ვინც იყო.

უნდა ეღიარებინა, რომ ვითომ შესულიყო რომ მოეწყო ტერორისტული აქტი და ჩაეშალა პუტინის არჩევნები. უნდა ეღიარებინა ეგ კამერების წინ, მაგრამ რომ არ ითანამშრომლა იმათთან და არ გაურიგდა მეტრს იმიტომ აწამეს", - ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა, ის ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics