19:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 21:22:47, 1418 ნახვა

კომენტარი
გიული ალასანია - ჩვენ მუდმივ ტყუილებში ვცხოვრობთ, აქ თავიდან ბოლომდე ყველა ტყუის

პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მუდმივ ტყუილებში ვცხოვრობთ, ამ ყველა გონების დაკარგვას ყავდა მოწმე, ახლა კი საერთოდ უარყოფენ, მსგავსი არაფერი არ მომხდარაო, აქ თავიდან ბოლომდე ყველა ტყუის, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო ძალიან სწრაფი კახექსიის პროცესი, მაგრამ არ უნდათ, რომ აღიარონ სიტუაციის სიმძიმე და რომ გადასაყვანია. მან დასძინა, რომ ეს ტყუილები იმიტომ ხდება, რომ არ უნდათ აღიარება, რომ პაციენტი სააკაშვილი არის მოწამლული.

"პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მუდმივ ტყუილებში ვცხოვრობთ, ამ ყველა გონების დაკარგვას ყავდა მოწმე, ახლა კი საერთოდ უარყოფენ, მსგავსი არაფერი არ მომხდარაო და როგორ არ მომხდარა, როცა ამას ჰყავდა მოწმე. სანიტარი ექთან და რა თქმა უნდა საბადრაგო სამსახური. ადამიანს, რომელსაც ჰქონდა 120 კილო წონა ახლა დღეს აქვს 68 და რაღაცა, ესეიგი დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი, არ უნდათ, რომ აღიარონ, რომ ეს არის ძალიან მძიმე და გადასაყვანია, ეს არის პრობლემა, რომ [სააკაშვილის] გადაყვანა არ უნდათ. ეს ტყუილები იმიტომ ხდება, რომ არ უნდათ აღიარება, რომ პაციენტი არის მოწამლული, აქ ყველა ტყუის თავიდან ბოლომდე", - განაცხადა ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics