12:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 16:01:20, 1805 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია ხუნდაძეს - რას ბედავთ?! მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი, ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?

რაო??? რას ბედავთ თქვენ??!, - ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ქართული ოცნების" დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას. 

როგორც ომბუდსმენი "ფეისბუკზე" წერს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი.

"რაო??? რას ბედავთ თქვენ??!!  საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???",- წერს ლომჯარია. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics