21:15 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 21:29:46, 5081 ნახვა

კულტურა
ბრაზილიაში პირველი ქართული მარანი გაიხსნა

ბრაზილიის გოიასიის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიხსნა პირველი ქართული მარანი Lorangi და გაიმართა ქვევრის გახსნის ცერემონია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები.

"საქართვლოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების საპატივსაცემოდ გაიხსნა მემორიალური კედელი საქართველოს დროშის გამოსახულებით.

საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ბრაზილიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, აგრეთვე, საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები", - წერია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics