2021-07-01 19:55:12, 1097 ნახვა
კომენტარი
გიორგი ჩალაძე პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე - ეს არის მენტალური პრობლემა, თუმცა მათ გამოხატვის თავისუფლება აქვთ
„ეს არის მენტალური პრობლემა, თუმცა მათ გამოხატვის თავისუფლება აქვთ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებს გამოხატვის უფლება აქვთ და ეს უფლება უნდა დაიცვას ყველამ.
„ეს არაფერია თუ არა მენტალური პრობლემა და შუა ხანების გადმონაშთი, თუმცა მათ გამოხატვის უფლება აქვთ და მათი ეს უფლება უნდა დავიცვათ.
პრაიდის ორგანიზატორები ჩემი სტუდენტები და მეგობრები არიან, ამიტომ ყოველთვის გამოვხატავ ჩემ მხარდაჭერას მათ მიმართ“, - განაცხადა გიროგი ჩალაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,