13:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 20:40:45, 605 ნახვა

კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტისა და იმერეთის მხარის ცნობადობის ასამაღლებლად ახალი პროექტი განხორციელდება

„ავიაციისა და ზოგადად, აეროპორტების გაძლიერების კუთხით ქუთაისის აეროპორტის განვითარება  ერთ-ერთი ნომერ პირველი ამოცანაა.  მომდევნო, მოკლე პერიოდისთვის ჩვენი გეგმა არის ის, რომ ახალი პროექტი გავაკეთოთ, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის აეროპორტისა და იმერეთის ცნობადობის ბმა იქნება გარდაუვალი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, იმერეთს, როგორც მიმართულებას, ჭირდება კიდევ უფრო მეტი ყურადღება ჩვენგან იმისთვის, რომ არამხოლოდ უშუალოდ ქუთაისის, არამედ იმერეთის არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის ცნობადობა გაიზარდოს და მეტი ავიაკომპანია ოპერირებდეს ქუთაისის აეროპორტში“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ორი კვირაა, რაც ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.  მნიშვნელოვანია, რომ თუ გაფართოებამდე აეროპორტი წელიწადში 800,000 მგზავრს ემსახურებოდა, ახლა, ბევრად უფრო დიდი სივრცეში შეუძლია 2 500 000 მგზავრი გაატაროს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იზრდება სხვადასხვა ავიაკომპანიის მხრიდან დაინტერესება და მოთხოვნა ქუთაისის აეროპორტზე, შესაბამისად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან.

„ქუთაისის აეროპორტში გვაქვს მიმდინარე ფრენები, რომელსაც ასრულებს „ვიზეარი," ისევე, როგორც რამდენიმე სტრატეგიული ავიაკომპანია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყაზახეთიდან ის მოთხოვნა, რაც ქუთაისის აეროპორტზე მოდის და გვაქვს მიმდინარე პერიოდში.  ძალიან დადებითი დინამიკაა ის, რომ მუდმივად იზრდება ყაზახეთიდან პირდაპირი რეისებით მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის და მთელი საქართველოსთვის“, -  განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics