13:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 11:02:06, 617 ნახვა

კომენტარი
რატი ბრეგაძე: ნიშანდობლივია, რომ პრემიერმა პარლამენტს ათწლიანი გეგმის შემუშავების პროცესში ჩართვა შესთავაზა

„დღეს პრემიერ- მინისტრმა  პარლამენტს  ათწლიანი განვითარების გეგმის პირვანდელი ვერსია გააცნო და ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მან პარლამენტს შესთავაზა მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული გეგმის შემუშავებაში. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც ყველა  უნდა გაგვაერთიანოს ქვეყნის განვითარების ირგვლივ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს მომდევნო წლების  სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციაა.

„ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი მომენტი  რა თქმა უნდა სამართლებრივი ხაზია და შესაბამისად, მზადყოფნაც. იუსტიციის სამინისტროს ამ პროცესში წამყვანი როლი აქვს." - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი  სამოქმედო გეგმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  პარლამენტში  წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ის ძირითადი პრიორიტული მიმართულებები დაასახელა, რაზეც  იუსტიციის სამინისტრო მომდევნო წლებში  აქტიურ მუშაობას გეგმავს.

„  ევროკავშირის სამართალთან მაქსიმალური ჰარმონიზაცია, ევროპული სტანდარტის  მცირე ზომის ციხეების შექმნა, მოქმედი და ყოფილი პატიმრების დასაქმება, არასრულწლოვანი პატიმრების განთავსება საოჯახო ტიპის დაწესებულებებში, მიწის ფონდის რეგისტრაციის დასრულება დამისამართების დაზუსტება ყველა დასახლებულ პუნქტში- ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რაზეც იუსტიციის სამინისტრო მომდევნო წლებში მნიშვნელოვან სამუშაოს გასწევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics