18:04 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 19:46:32, 876 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას ცდილობთ

„სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას ცდილობთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან პასუხის დროს განაცხადა.

მან ასევე კადრები ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში.

„უამრავ განვითარებულ ქვეყანაშია იმუნიტეტი, ეს მაინც წაიკითხეთ უპრაგონოდ რომ ისვრით სიტყვებს.

იმუნიტეტის მთავარი დანიშნულებაა პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის გარანტიები სხვა შტოსგან, რომ შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა. ამ ტყუილით ცდილობთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ.

სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაო, მგონი სამარცხვინოა იმის გამეორება, კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას რომ ცდილობთ.

ეს კადრები ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში, პასუხისმგებლობის მქონე პირები რომ იყოთ, აქ კი არ შეასხამდით ხოტბას, არამედ გაემიჯნებოდით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics