20:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 22:59:58, 760 ნახვა

კომენტარი
„საქართველოს რკინიგზა“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

სს „საქართველოს რკინიგზა“ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის კომპანიაში არ შემოშვებასთან დაკავშირებით.

საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტი შემოწმებაზე  შემოსული იყო 2016 წელს, პარალელურად კი  ,,აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმის გამო, საქართველოს რკინიგზის როგორც არაპირდაპირი სახელმწიფო საწარმოს სახელმწიფო აუდიტის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და აუდიტს შორის მიმდინარეობდა დამაზუსტებელი  სამართლებრივი პროცედურები. 

მიუხედავად სამართლებრივი პოზიციების განსხვავებისა, რკინიგზას არ შეუშლია ხელი აუდიტის ჩატარებისთვის. საბოლოოდ, სასამართლოს მიერ ბუნდოვანი ნორმა განიმარტა 2019 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის კომპლექსურ ყოველწლიურ აუდიტს ატარებს დიდი ოთხეულის წევრი ისეთი რეპუტაბელური და მაღალკვალიფიციური აუდიტორული კომპანია როგორიც არის KPMG და აღნიშნულ დასკვნებს კომპანია საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით, არარელევანტურია

აღნიშნულ საკითხზე აპელირება. მით უფრო, რომ საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან დღემდე არ ყოფილა გათვალისწინებული შესამოწმებელი კომპანიების სიაში.

საქართველოს რკინიგზა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია მომართვის შემთხვევაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics