03:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 19:57:32, 590 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელიას ადვოკატი - პოლიციელმა, რომელსაც სპეციალური აღჭურვილობა ჰქონდა და ნიკა მელია 5 მეტრზე ახლოს არ უნახავს, გაიგო მისი სიტყვები

„პოლიციელმა, რომელსაც სპეციალური აღჭურვილობა ჰქონდა და ნიკა მელია 5 მეტრზე ახლოს არ უნახავს, გაიგო მისი სიტყვები“, - ამის შესახებ  ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელმა, რომელმაც ნიკა მელიას სიტყვები გაიგონა, არ ესმოდა მაჩალიკაშვილის სიტყვები, რომელიც მის წინ იდგა.

„საინტერესოა, რომ პოლიციელს, რომელიც სპეციალურ აღჭურვილობაში იყო, ჰქონდა სპეციალური „კასკა“, რომელიც ყურებს ფარავს - ასე აგვიხსნა მოწმემ, მას მელია არ უნახავს 5 მეტრზე ახლო დისტანციაზე, აქციაზე იყო უამრავი ადამიანი, ხმაური და თურმე, ამ პოლიციელმა, იმ პირობებში, როცა მინიმუმ, ადამიანების 5 ზოლი იყო მასსა და მელიას შორის, გაიგო მელიას სიტყვები, მაგრამ სხვა არავის სიტყვები არ გაუგია ამ აქციაზე, დემონსტრანტებს ვგულისხმობ.

არც მაჩალიკაშვილის სიტყვები გაუგია, რომელიც არათუ დაინახა, არამედ მის წინ იდგა და თქვა, საერთოდ, თავზე გადამახტაო, იმის ხმაც ვერ გაიგო, რაც ცხადია, ლოგიკურია, რადგან ვერ გაიგებდა.

ტყუილია, მელიას ნაწილში, რომ მან მელიას მიერ ნათქვამი რამე სიტყვა გაიგო“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics