08:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-13 12:48:10, 1059 ნახვა

კომენტარი
ვლადიმერ პუტინი - აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი გამორჩეული პიროვნებაა, მოგწონთ თუ არა ეს ფაქტია

„აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი გამორჩეული პიროვნებაა, მოგწონთ თუ არა ეს ფაქტია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბეიდენი განსხვავებული ტიპის ადამიანია და იმედი დაიტოვა, რომ ის იმპულსურად აღარ მოიქცევა.

„ახლაც მჯერა, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი გამორჩეული პიროვნებაა, ნიჭიერი პიროვნებაა, სხვაგვარად აშშ-ს პრეზიდენტი ვერ გახდებოდა.

ის მრავალფეროვანი პიროვნებაა. შეიძლება მოგწონდეთ, ან  არა. ის ამერიკული ისტებლიშმენტის ნაწილი არ იყო, დიდი პოლიტიკის ნაწილი არ ყოფილა, ზოგს შეიძლება მოსწონდეს ეს, ზოგს  არა, მაგრამ ეს ფაქტია.

ბაიდენი განსხვავებული ტიპის ადამიანია და დიახ, არის გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ჩემი დიდი იმედია, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი იმპულსურად აღარ იმოქმედებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics