12:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 13:30:48, 642 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“ - ნულოვანია მათი პარლამენტში შემოსვლის ფასი, თუ ამ დოკუმენტს არ შემოუერთდებიან

„ნულოვანია მათი პარლამენტში შემოსვლის ფასი, თუ ამ დოკუმენტს არ შემოუერთდებიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიშელის დოკუმენტი იყო ერთადერთი „გამართლება“, პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით.

„ერთადერთი „გამართლება“, რაც მათ საქციელს შეიძლება ჰქონოდა შემოსვლასთან დაკავშირებით, იყო მიშელის დოკუმენტი.

ნულოვანია მათი პარლამენტში შემოსვლის ფასი, თუ ამ დოკუმენტს არ შემოუერთდებიან.

ვერაფერში ვერ ჩაერთვებიან, თუ არ იქნებიან ამ შეთანხმების მონაწილეები და ხელის მომწერები.

ვფიქრობ, რომ მათ როგორც გირაოზე მოუწიათ დათანხმება და პარლამენტში მოუწიათ შემოსვლა, ასევე მოუწევთ ხელმოწერა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics