2021-05-15 20:39:29, 739 ნახვა
კომენტარი
გია ბარამიძე - მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევიდეთ პარლამენტში, თუ ჩვენ ამას გვეტყვის ჩვენი ამომრჩეველი
„მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევიდეთ პარლამენტში, თუ ჩვენ ამას გვეტყვის ჩვენი ამომრჩეველი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიამ გამოკითხვა უნდა ჩაატაროს.
„მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევიდეთ პარლამენტში, თუ ჩვენ ამას გვეტყვის ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა.
მათი გამოკითხვის საშუალებას მოგვცემს 21 საუკუნის ტექნიკური შესაძლებლობები, „ფეისბუქი“ იქნება თუ სხვა”, - განაცხადა გია ბარამიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,