09:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 23:19:24, 585 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“

„მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი წახალისების საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე წარდგენილია და განხილული იქნება.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა წახალისება ჰქონდეთ საზოგადოებასა და ცხოვრებაში.

რამდენიმე ასეთი წამახალისებელი ნაბიჯი არის წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული.

რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“, უპირატესობა რაღაც მიმართულებით.

ეს სერიოზული პრივილეგიაა იმიტომ, რომ ადამიანი როცა მიდის ექიმთან და იცის, რომ ამ კლინიკაში ყველა აცრილია, რა თქმა უნდა, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics