2021-04-17 23:17:42, 591 ნახვა
კომენტარი
ჟიგიმანტას პავილიონისი - მისასალმებელია პოზიტიური გზავნილები თბილისიდან, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სწორი მიმართულებით
„მისასალმებელია პოზიტიური გზავნილები თბილისიდან, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სწორი მიმართულებით“, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი სწორი ნაბიჯები საქართველოს მომავალს ერთობას მოუტანს.
„მივესალმები პოზიტიურ გზავნილებს თბილისიდან.
ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომელსაც შეუძლია მოიტანოს ერთობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ოჯახში“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,