2015-01-28 12:29:44, 497 ნახვა
სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ სკანდალურ ჩანაწერს ავრცელებს (ვიდეო)
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ ვიდეო მასალას ავრცელებს, რომელზეც გადაღებულია კიდევ ერთი ფაქტი, სადაც მოქალაქე პოლიციას ეწინააღმდეგება.
ვიდეოს მიხედვით, მოქალაქე საბუთების ჩვენებაზე უარს აცხადებს.
“ზურა ვარ ბერიკაშვილი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. პოლკოვნიკი ვარ რა დარღვევა”-ასე მიმართავს პირი, რომელიც გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.
კადრებში ასევე ჩანს, რომ მოქალაქე იარაღის ამოღებას ცდილობს, სამართალდამცავების რეაგირების შემდეგ კი ამბობს, რომ მას იარაღი ამოუვარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან