2024-11-08 16:25:32, 651 ნახვა
სპეციალური ანონსი
„არა რუსულ არჩევნებს!“ - 9 ნოემბერს, თბილისში მსვლელობა გაიმართება
„არა რუსულ არჩევნებს!“ - აღნიშნული სლოგანით ხვალ, 9 ნოემბერს თბილისის ქუჩებში მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას პარტია „ახალი“ ავრცელებს.
როგორც პარტიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობის დაწყებამდე, შეკრება 15:00 საათზე ორ ლოკაციაზე მოხდება.
„9 ნოემბერს, 15:00-ზე ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე, საიდანაც მსვლელობით დავიძრებით თბილისის ქუჩებში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ვიკრიბებით მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან“. ასევე, იქნება მეორე ლოკაციაც მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“.
შემოგვიერთდით!“ - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,