2021-05-27 11:28:06, 3921 ნახვა
კულტურა
მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი მარი ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.
ცნობისთვის, 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია.
აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).
ავტორი: ექსპრესნიუსი,