13:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 12:21:30, 557 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ვთავაზობთ

„ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას და გამჭვირვალე პროგნოზირებად კანონებს ვთავაზობთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნებზე, თუმცა საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.

„რეგიონში შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ  რა თქმა უნდა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა  რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე, თუმცა საქართველოში შენარჩუნებული არის ეკონომიკური ზრდა  და გაუმჯობესებული არის ბიზნეს გარემო, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე  საგადასახადო  ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქების  და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის  მიმართულებით.  ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას  ხარისხიან გამჭვირვალე  პრონოზირებად კანონებს,  ჯანსაღ პროცესებს, სანდო სასამართლოს  და დამოუკიდებელ  მიუკერძოებელ სასამართლოს  და სანოტარო სისტემებს.  წინასწარი გათვლებით უცხოურმა ინვესტიციებმა  გასულ წელს შეადგინა 1 მილიარდი  272 მილიონ დოლარი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics