|
2015-05-07 21:44:31, 529 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 257 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 257 მილიონი ლარია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, სამინისტროში დაფუძნდა მეწარმოების განვითარების სააგენტო, რომლის მეშვეობითაც სპეციალური სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხორციელდება. პროგრამას დაწყებიდან დღემდე საქართველოში 72 ბენეფიციარი ჰყავს, განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა კი დაახლოებით 257 მილიონი ლარია. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროექტზე, რომლის ბიუჯეტიც 20 მილიონი ლარია. პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონებში ხორციელდება, ითვალისწინებს 5000 ლარის ოდენობით მიკრო გრანტების გაცემა მიკრომეწარმეებზე, რომლებიც განახორციელებენ სოფლად მიკროპროექტებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი ასევე ითვალისწინებს 4,500-მდე ადამიანისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესურად გაიაზრონ თავიანთი ინიციატივები და სწორად ჩამოაყალიბონ წინადადებები, რათა შემდგომში მოხდეს მათი დაფინანსება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)